სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2009
2015 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნორმატიული ღირებულებით - 57 486 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაექვსი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ (ს/კ: №400023728).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში;
ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, „კინტრიში ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
| № | ქონების ადგილმდებარეობა | საკადასტრო კოდი | ქონების დახასიათება |
| 1 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.03.017 | 169 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 2 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.03.019 | 203 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 3 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.03.020 | 436 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 4 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.03.021 | 3954 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 5 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.04.036 | 326 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 6 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.04.039 | 3339 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 7 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.04.040 | 52 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 8 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.018 | 459 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 9 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.035 | 245 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
|
|
|
| სულ: 9 183 კვ.მ |