სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022930
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №55

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, სოფ. დიღომში (ნაკვეთი 22/295) მდებარე 20 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.022.324), გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში, ვაზიანში მდებარე 20 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.28.619) და ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, დიდველზე მდებარე 20 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.13.072) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №205169066).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში №64.30.13.072 და №81.10.28.619 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;

გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში №01.72.14.022.324 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 13.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022930.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №55, 13.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022930 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3551000/