სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2409
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2409

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში გ. ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე 35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.32.17.262), მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.12.04.483), გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.29.513) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში მდებარე 440.56 მ ელექტროგადამცემი ხაზი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.00.694), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9741 (ცხრა ათას შვიდას ორმოცდაერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, №05.32.17.262 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;

გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში, №72.12.04.483 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;

 დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 14 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სარგებლობაში არსებული, №81.10.29.512 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე (მოთხოვნილი სიმძლავრე: არაუმეტეს 50 კვტ-ისა, ძაბვის საფეხური: არაუმეტეს 380 ვ-ისა) უსასყიდლოდ მიერთება და ამ მიზნით №81.10.29.513 და №81.00.694 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონებების გამოყენება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 17.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2409. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022559.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2409, 17.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022559 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3440060/