სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1541
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარე 1004.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.14.320) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 12 048 (თორმეტი ათას ორმოცდარვა) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „შატო მუხრანს“ (ს/კ: 205000381).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ან მის ნაწილზე, ასევე სს „შატო მუხრანის“ საკუთრებაში არსებულ №72.09.14.263 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, არანაკლებ 1000 (ერთი ათასი) კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის (რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) მარანს, სასაწყობე, ალკოჰოლური სასმელის საწარმოო და შესანახ ფართ(ებ)ს და წარმოებისთვის საჭირო საწარმოო ხაზ(ებ)ს/დანადგარ(ებ)ს/აღჭურვილობას) აშენება და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ექსპლუატაციაში მიღება;
გ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
3. სს „შატო მუხრანი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი