სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1092
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1092

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა №1, საერთო ფართით – 580.44 კვ.მ; შენობა №2, საერთო ფართით – 137 კვ.მ; შენობა №3, საერთო ფართით - 259.3 კვ.მ; შენობა №4, საერთო ფართით - 28.5 კვ.მ; შენობა №5, საერთო ფართით – 44 კვ.მ და შენობა №6, საერთო ფართით – 9 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.14.011) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „შატო მუხრანს“ (ს/კ 205000381).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადაში №72.09.14.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობებისათვის (შენობა №1, საერთო ფართით - 580.44 კვ.მ და შენობა №2, საერთო ფართით – 137 კვ.მ) დანიშნულებისამებრ ფუნქციონირების მიზნით, სამშენებლო ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება და რემონტი;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების ფუნქციონირების მუდმივად შენარჩუნება;

ე) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ სარგებლობა.

3. სს „შატო მუხრანი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 3 (სამი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 17.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1092. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017220.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1092, 17.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017220 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2376239/