სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№616
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016897
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №616

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

    1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა №26-ში მდებარე 35000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 - 2791 კვ.მ, №2 - 212 კვ.მ, №3 - 113 კვ.მ, №4 - 24 კვ.მ, №5 - 16 კვ.მ, №6 - 13 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №56.14.43.180) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სომგოს კომპანიას“ (ს/კ 205219360).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის განმავლობაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ტურისტულ-დასასვენებელი/საწარმოო კომპლექსის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, კერძოდ:

ბ.ა) გადაცემულ უძრავ ქონებაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობა და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) არანაკლებ 1 (ერთი) ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სადემონსტრაციო ვენახის გაშენება;

ბ.გ) გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 50-ნომრიანი (200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით) სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპლექსის ფუნქციონირების დაწყების მომენტიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადგილობრივი მაცხოვრებლის დასაქმება.

  3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციისგანხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის დასასრულს არანაკლებ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის დასასრულს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

4. შპს „სომგოს კომპანია“ ვალდებულია ამ განკარგულების გამოცემიდან 3 (სამი) თვის ვადაში უზრუნველყოს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმის №3/3529-10) დაკისრებული პირგასამტეხლოს – 153 778.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. შპს „სომგოს კომპანია“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 3 (სამი) თვით.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 04.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №616. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016897.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №616, 04.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016897 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2315319/