სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020902
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №386

2016 წლის 7მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 70 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1-№16 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.04.33.207), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 324 000 (სამას ოცდაოთხი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „აგროარომა ჯგუფს“ (ს/კ: 402017483).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო(ებ)ის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმო(ებ)ში არანაკლებ 62 (სამოცდაორი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

3. შპს „აგროარომა ჯგუფი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი           გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 07.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №386. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020902.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №386, 07.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020902 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3221896/