სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №878
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კ.მ-ზე (ყოფ. გაი) მდებარე 1929.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 71.63.59.107) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები: №1 – საერთო ფართით 444.52 კვ.მ; №2 - საერთო ფართით 77.13 კვ.მ; №3 - საერთო ფართით 71.48 კვ.მ; №4 - საერთო ფართით 7.58 კვ.მ; №5 - საერთო ფართით 1.07 კვ.მ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ (ს/კ: 200075113).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, ტურისტული მომსახურების კომპლექსის მშენებლობის დასრულება, აღნიშნული კომპლექსის შემადგენელი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება;
გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობ(ებ)იდან, მისი ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, სახელმწიფოსათვის არანაკლებ 30 კვ.მ ფართობის, უფლებრივად უნაკლო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ე) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, ტურისტული მომსახურების კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება;
ვ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სავაჭრო ფართ(ებ)ის სარგებლობის უფლებით გადაცემა არანაკლებ 5 წლის ვადით, მათ შორის, აღნიშნული ფართ(ებ)ის სარგებლობის უფლებით გადაცემიდან პირველი 1 წლის განმავლობაში – უსასყიდლოდ.
3. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ სამი თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 16.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №878. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017183.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №878, 16.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017183 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2364736/