სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №645
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, ლარნაკას ქ. №7-ში მდებარე 1654.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 04.01.03.732) და 1489.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 04.01.03.733) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 166 000 (ას სამოცდაექვსი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „აისბერგ ფოთს“ (ს/კ: 404879985).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სასაწყობე-ლოჯისტიკური ცენტრის, კერძოდ, 900 კვ.მ ფართობის სათავსის მოწყობა, ტევადობით – 2000 ტონა. აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანა და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება არა უგვიანეს 2015 წლის 1 მარტამდე;
გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასაწყობე-ლოჯისტიკურ ცენტრში, 2015 წლის 1 მარტიდან, 2 წლის ვადით, არანაკლებ 15 ადამიანის დასაქმება.
3. შპს „აისბერგ ფოთი“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სამი თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 10.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №645. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016961.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №645, 10.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016961 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2325680/