სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№770
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021297
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №770

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, ლარნაკას ქუჩა №7-ში მდებარე 2248 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №04.01.03.809) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 150 000 (ას ორმოცდაათი  ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აისბერგ ფოთს“ (ს/კ:  №404879985).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში,  ამ განკარგულების  პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და შპს „აისბერგ ფოთის“ საკუთრებაში არსებულ (მიწის (უძრავი ქონების)   №04.01.03.738 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული) მიწის ნაკვეთზე ღია ტიპის, ერთდროულად არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათი) ერთეული საზღვაო კონტეინერის (თითოეული 40 ფუტის ტევადობის მქონე) განთავსების შესაძლებლობის მქონე სასაწყობე მეურნეობის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „აისბერგ ფოთი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე,  წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.05.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 05.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №770. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021297.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №770, 05.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021297 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3283397/