სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№832
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023661
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №832

2017 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

   1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ს შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ალექსიძის ქუჩა №1-ში (ნაკვ. 40/014) მდებარე 58 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.040.103);ქ. თბილისში, ჯიქიას ქუჩა №18-ში მდებარე 8957.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის I სართულზე არსებული 90.89 კვ.მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.05.003.013.01.500); ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე 153.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა ფართით − 129.74 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.18.004.027) და ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „თელასს“ (ს/კ: 202052580).

   2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

   ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

   ბ) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ (ს/კ: 404389372) 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს − შპს „საქსპეცტრანსის“ (ს/კ: 205064446) არსებული ელექტროენერგიის დავალიანებისა და მომავალი პერიოდისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნაზე (ჯამში− 141017.77 ლარის (ას ორმოცდაერთი ათას ჩვიდმეტი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ოდენობით) და სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის (ს/კ: 204864548) არსებული ელექტროენერგიის დავალიანების (33474.31 ლარის (ოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ოდენობით) მოთხოვნაზე წერილობით უარის თქმა.

   3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                        გიორგი კვირიკაშვილი