სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №479

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. რუსთავში, XI მიკრორაიონში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 179 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.02.05.466) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 8950 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 211360203).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 14.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №479. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023319.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №479, 14.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023319 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3612137/