ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№855
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021382
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №855

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

ფიზიკური პირის – გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიცვალოს „ქ. სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის 460,08 კვ.მ (ყოფილი არქივის შენობა) და მასზე დამაგრებული 282,80 კვ.მ მიწის ფართობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №1-1/389 ბრძანების მე-4 პუნქტით დადგენილი საპრივატიზებო პირობები (გარდა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებისა) და განისაზღვროს შემდეგი სახით:

„ქ. სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის 460,08 კვ.მ (ყოფილი არქივის შენობა) და მასზე დამაგრებული 282,80 კვ.მ მიწის ფართობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №1-1/389 ბრძანებით გათვალისწინებულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, პირადად ან და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, საკვები ობიექტის მოწყობა.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი – გოჩა ღვინეფაძე (პ/ნ: 20001008983) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფიზიკურ პირთა ჯგუფს – გოჩა ღვინეფაძესა და ვანო ცაბუტაშვილს შორის 2007 წლის 10 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2016.
როდის იქნა მიღებული „ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
„ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 18.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №855. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021382.
სად არის „ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, №855, 18.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021382 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3290339/