„ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№854
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №854

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №914 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №914 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილს (პ/ნ: №40001001920) იჯარით გადასცეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილიაწმინდაში მდებარე 706 394 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, განაშენიანების ფართით: №1 - 876 კვ.მ, №2 – 298 კვ.მ, №3 - 183 კვ.მ, №4 - 123 კვ.მ, №5 – 397 კვ.მ (ს/კ: №56.10.70.066) და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე 26107 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: №56.10.70.067), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით პირველ წელს – 7760 (შვიდი ათას შვიდას სამოცი) ლარად, მეორე წელს - 4000 (ოთხი ათასი) ლარად, მესამე წელს – 2000 (ორი ათასი) ლარად, ხოლო 2017 წლის 5 აგვისტოდან ყოველწლიურად – 7 760 (შვიდი ათას შვიდას სამოცი) ლარად, რომელიც ყოველწლიურად გადახდილი უნდა იქნეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 15 აგვისტომდე – 1940 (ათას ცხრაას ორმოცი) ლარი; 15 ნოემბრამდე – 1940 (ათას ცხრაას ორმოცი) ლარი; 15 თებერვლამდე – 1940 (ათას ცხრაას ორმოცი) ლარი; 15 მაისამდე – 1940 (ათას ცხრაას ორმოცი) ლარი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში, პირველ და მე-2 წლებში არანაკლებ 5 (ხუთი) ადამიანის, ხოლო დანარჩენ პერიოდში, ყოველწლიურად, არანაკლებ 8 (რვა) ადამიანის დასაქმება;“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი