„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №620
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის – დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
გ.ა) №72.09.26.094 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კაკლის ან/და თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება;
გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) 2017 წლის პირველ იანვრამდე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
დ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 40 (ორმოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება და არანაკლებ 40 (ორმოცი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება;
დ.ბ) ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;“.
2. ფიზიკურმა პირმა დავით ისახანაშვილმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის – დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, უზრუნველყოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის – დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №620. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021207.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №620, 15.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021207 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3261761/