„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №849
2016 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №82 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის ტერიტორიის არანაკლებ 90%-ზე თხილის პლანტაციის გაშენება, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის ტერიტორიის არანაკლებ 30% შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი წლის ბოლომდე;
ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის ტერიტორიის არანაკლებ 60% შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე წლის ბოლომდე;
ბ.გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი (ჯამში არანაკლებ 90%) შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-3 წლის ბოლომდე;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის ტერიტორიის არანაკლებ 10%-ის კეთილმოწყობა, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემოღობვას, ქარსაფარი ზოლ(ებ)ის მოწყობას შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში;“.
2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №82 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, საპრივატიზებო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „კატევე ხობმა“ (ს/კ: №405062612) წარადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №82 განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით ან უზრუნველყოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №82 განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება იმგვარად, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით აღემატებოდეს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი