„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2232
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2232

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის ა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება 2018 წლის 28 მარტამდე;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 1 210 000 (ერთი მილიონ ორას ათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - 2017 წლის 28 მარტამდე;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - 2018 წლის 28 მარტამდე;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 200 (ორასი) ტონა დაფნის გადამუშავება შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, არანაკლებ 200 (ორასი) ტონა დაფნის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში, არანაკლებ 200 (ორასი) ტონა დაფნის 50%-ის წარმოება.“.

2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „მარსმა“ (ს/კ: 206064113) წარადგინოს არანაკლებ 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით მოქმედი, არანაკლებ 121 000 (ას ოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი, ვადაგაზრდილი ან/და ახალი საბანკო გარანტია.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი       გიორგი კვირიკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.10.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2232. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022484.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2232, 19.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022484 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3425609/