„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №616 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „სომგოს კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№947
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №947

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №616 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „სომგოს კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №616 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ტურისტულ-დასასვენებელი/საწარმოო კომპლექსისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, კერძოდ:

ბ.ა) ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობა და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) არანაკლებ 1 (ერთი) ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სადემონსტრაციო ვენახის გაშენება;

ბ.გ) არანაკლებ 50-ნომრიანი (200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით) სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.“.

2. შპს „სომგოს კომპანიამ“ (ს/კ: №205219360) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №616 განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობის შეცვლილი/ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 4 თვით უნდა აღემატებოდეს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „სომგოს კომპანია“ გათავისუფლდეს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №616 განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                        გ. კვირიკაშვილი