„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1610
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1610

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (გარდა №01.18.13.034.030 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ნუტრიმაქსი“ (ს/კ: 206330709, ყოფილი: შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2015 წლის 10 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 11 მარტიდან ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ნუტრიმაქსმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში 107 604 (ას შვიდი ათას ექვსას ოთხი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

4. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ძალაში შევიდეს ამავე განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე მიღებულია 03.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1610. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024347.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე, №1610, 03.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024347 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3778568/