„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1622
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021997
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1622

2016 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის   მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №11 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 29 (ოცდაცხრა) თვის ვადაში;“;

ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში;“.

2. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „რებასმა“ (ს/კ: №405056549) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №11 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის/ არაჯეროვანი შესრულებისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის შეცვლილი/ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რებასი“ (ს/კ: № 405056549) გათავისუფლდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „რებასს“ შორის 2015 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №11 განკარგულების (ამ განკარგულებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი