„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №1633 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2735
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2735

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №1633 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №1633 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 700 458.92 (სამი მილიონ შვიდასი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ: №202403121).“;  

  ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების დანართ №3-ით განსაზღვრული აბონენტ(ებ)ის უსასყიდლოდ დაერთება ვერ განხორციელდა 2018 წლის 10 აგვისტომდე იმ მიზეზით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე/მოსარგებლე ადგილზე არ იმყოფება და ვერ იქნა მოძიებული ან „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად არ მოუთხოვია უსასყიდლო მიერთება, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვალდებულია, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო თანხაზე დამატებით თითოეულ ასეთ აბონენტზე 400 (ოთხასი) ლარის გადახდა არა უგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა.“;  

გ) დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი 

📎 დანართები (1)
2735.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗