„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის №364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№557
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №557

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის №364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის №364 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 56-ნომრიანი (ორმოცდათექვსმეტ ნომრიანი) სასტუმროს მშენებლობა, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 2017 წლის პირველი ივნისისა;“.

2. ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე აბესალომ შავგულიძემ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის №364 განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის/არაჯეროვანი შესრულებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით ან უზრუნველყოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანი კრედიტის“ მიერ 2014 წლის 20 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება არაუადრეს  2017 წლის პირველი ოქტომბრისა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                       გ. კვირიკაშვილი