„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის №1955 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2332
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2332

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის №1955 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის №1955 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ− ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 4 (ოთხი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: №40.12.41.022 და №40.12.41.027) ან მათ ნაწილზე არანაკლებ 600 (ექვსასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის ან ფერმების კომპლექსის მშენებლობა;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 4 (ოთხი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 600 (ექვსასი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 4 (ოთხი) წლის განმავლობაში დანართ №1-ში მითითებული, აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, მრავალწლიანი ან/და ერთწლიანი კულტურების მოყვანა და ამავე მიზნით საჭირო აგროტექნიკის შეძენა შემდეგი გრაფიკით:

დ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველ წელს დანართ №1-ში მითითებული, აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 40%-ზე მრავალწლიანი ან/და ერთწლიანი კულტურების მოყვანა და ამავე მიზნით საჭირო აგროტექნიკის შეძენა;

დ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე წელს დანართ №1-ში მითითებული, აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 50%-ზე მრავალწლიანი ან/და ერთწლიანი კულტურების მოყვანა და ამავე მიზნით საჭირო აგროტექნიკის შეძენა;

დ.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე წელს დანართ №1-ში მითითებული, აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 60%-ზე მრავალწლიანი ან/და ერთწლიანი კულტურების მოყვანა და ამავე მიზნით საჭირო აგროტექნიკის შეძენა;

დ.დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მეოთხე წელს, დანართ №1-ში მითითებული, აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 80%-ზე მრავალწლიანი ან/და ერთწლიანი კულტურების მოყვანა და ამავე მიზნით საჭირო აგროტექნიკის შეძენა;

ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 4 (ოთხი) წლის ვადაში, ამ პუნქტის „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების სანაცვლოდ შპს „საქართველოს მიწის კორპორაციამ“ (ს/კ: №404469856) ან/და შპს „აბაშის მერძევეობის ფერმამ“ (ს/კ: №422431041) უზრუნველყონ ამ განკარგულების გამოცემიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 628 310 (ექვსას ოცდარვა ათას სამას ათი) ლარის გადახდა.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს „საქართველოს მიწის კორპორაცია“ ან/და შპს „აბაშის მერძევეობის ფერმა“ შეასრულებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებლ პირობას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი