სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№644
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018957
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №644

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 და 28-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარბიში მდებარე 6773 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1 - მაცივარი - 1006.60 კვ.მ, №2 - აუზი, №3 -ავტოფარეხი - 36.96 კვ.მ, №4 - საყარაულო - 20.16 კვ.მ, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.51.07.018) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „გსქ კულას“ (ს/კ 218083197).

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

 ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, ხილისა და კენკროვნების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 95 592 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

 გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

 გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მე-2 წლის განმავლობაში;

 დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 400 (ოთხასი) ტონა ხილისა და არანაკლებ 10 (ათი) ტონა კენკროვნების გადამუშავების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

 დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, არანაკლებ 400 (ოთხასი) ტონა ხილისა და არანაკლებ 10 (ათი) ტონა კენკროვანის არანაკლებ 25%-ის გადამუშავება;

 დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში, არანაკლებ 400 (ოთხასი) ტონა ხილისა და არანაკლებ 10 (ათი) ტონა კენკროვნების 50%- ის გადამუშავება.

 3. შპს „გსქ კულას“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 26.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №644. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018957.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გსქ კულასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №644, 26.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018957 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2812061/