სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2338
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2338

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 და 28-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე 67590 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.29.012) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აგროკომპლექს მცხეთას“ (ს/კ 436036040).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 270 360 (ორას სამოცდაათი ათას სამას სამოცი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

       გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდათი ათასი) კგ. ბოსტნეულის კულტურის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდათი ათასი) კგ. ბოსტნეულის კულტურის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში - არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდათი ათასი) კგ. ბოსტნეულის კულტურის 50%-ის წარმოება.

3. შპს „აგროკომპლექსი მცხეთის“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 18.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2338. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018219.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2338, 18.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018219 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2649270/