სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2336
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2336

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, აღმაშენებლის ქ. №34-ში მდებარე 5441.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით - 33.25 კვ.მ, №2 საერთო ფართით - 37.09 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.35.28.345) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ბლოკს“ (ს/კ: 445463739).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ცემენტის ან ანალოგიური მასალების დაარმატურებული ან დაუარმატურებელი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 1 354 664 (ერთი მილიონ სამას ორმოცდათოთხმეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

       გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

       გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის (ბორდიურის ბლოკი - 3 000 (სამი ათასი) გრძ.მ, სამშენებლო ბლოკი- 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ცალი, ფილები - 20 000 (ოცი ათასი) კვ.მ) წლიური მოცულობის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

3. შპს „ბლოკის“ მიერ წარდგენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 29.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2336. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020227.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბლოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2336, 29.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020227 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3040455/