სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №676
2015 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის , დავით ისახანაშვილისათვის , პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე უძრავი ნივთები: 10 000 კვ.მ (1 ჰა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.26.094); 5000 კვ.მ (0.5 ჰა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.26.092); 218 000 კვ.მ (21.8 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.019); 350 000 კვ.მ (35 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.027); 39 740 კვ.მ (3.974 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.039) და 1 012 505 კვ.მ (101.2505 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.093) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 170000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ დავით ისახანაშვილს (პ/ნ №01024070232).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თითოეული უძრავი ნივთის ფართობის არანაკლებ 60%-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
გ.ა) №72.09.26.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება;
გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
დ.ა) №72.09.26.094 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 40 (ორმოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება და არანაკლებ 40 (ორმოცი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება;
დ.ბ) ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;
ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების №1 დანართის შესაბამისად;
ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი