სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1830
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდაურში მდებარე 829 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №74.06.11.752) და 148 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №74.06.11.712), ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 3812 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №74.06.11.830) და დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდაურში მდებარე 1456 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №71.62.58.291), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 466 000 (ოთხას სამოცდაექვსი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „გუდაური რესორტს“ (ს/კ: №405146596).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარისა;
ა.ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 8 (რვა) თვის ვადაში არანაკლებ 222 000 (ორას ოცდაორი ათასი) ლარისა;
ა.გ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 13 (ცამეტი) თვის ვადაში არანაკლებ 344 000 (სამას ორმოცდაოთხი ათასი) ლარისა;
ა.დ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში 466 000 (ოთხას სამოცდაექვსი ათასი) ლარი;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :
ბ.ა) №74.06.11.830 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 75 (სამოცდათხუთმეტი) ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა და არანაკლებ 1000 (ერთი ათასი) კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება;
ბ.ბ) №74.06.11.712, №71.62.58.291 და №74.06.11.752 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების ან/და მათი ნაწილის კეთილმოწყობა (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) გამწვანებას და გარე განათებას);
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. შპს „გუდაური რესორტი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 09.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1830. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022176.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „გუდაური რესორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1830, 09.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022176 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3397022/