სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1063
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021552
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1063

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 981.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 - საერთო ფართით - 1206.8 კვ.მ (I სართული 218.7 კვ.მ, II სართული 248.7 კვ.მ, III სართული 243 კვ.მ, IV სართული 254.2 კვ.მ, V სართული 242.2 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №20.46.01.640), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ქარაფს“ (ს/კ: №446951148).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 23 (ოცდასამი) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა (მათ შორის, მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტი), კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საპრივატიზებო ქონების შემოღობვას, გამწვანებას და გარე განათებას;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა-ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „ქარაფი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 09.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1063. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021552.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1063, 09.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021552 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3314187/