სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1981
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 81

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.07.01.007), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარად,საკუთრებაში გადაეცეს შპს „ქართული არყის კომპანიას“ (ს/კ: №432543544).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 9 (ცხრა) თვის ვადაში,პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე და ასევე ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შპს „ქართული არყის კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობ(ებ)ზე ან/და მათ ნაწილზე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნის შექმნა;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქარხანაში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 9 (ცხრა) თვის ვადით.

3. შპს „ქართული არყის კომპანია“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ -მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 29.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1981. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022309.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1981, 29.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022309 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3412170/