ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №914
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილს (პირადი №40001001920) იჯარით გადასცეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილიაწმინდაში მდებარე 732 501 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, განაშენიანების ფართით: №1 - 876 კვ.მ, №2 - 298 კვ.მ, №3 - 183 კვ.მ, №4 - 123 კვ.მ, №5 - 397 კვ.მ (ს/კ №56.12.15.004) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 7 760 (შვიდი ათას შვიდას სამოცი) ლარად.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთზე მეცხოველეობის ფერმის მოწყობა, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 220 (ორას ოცი) სულ წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, არანაკლებ 5 (ხუთი) ადამიანის დასაქმება;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;
ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საიჯარო ქირის გადახედვა საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ამ განკარგულების გამოცემიდან 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო ამ განკარგულებით განსაზღვრული იჯარის ვადა საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით, 10 წლით, მოიჯარის მოთხოვნის საფუძველზე.
4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 22.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №914. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017165.
- სად არის „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკურ პირ გიორგი ბოლღაშვილისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №914, 22.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017165 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2365190/