სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№772
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №772

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის – ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ფიზიკურ პირ ვალერიან ჯაფარიძეს (პ/ნ: №30001000024) იჯარის უფლებით გადასცეს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე №7-ში არსებული ფართი (შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე მდებარე 96.75 კვ.მ ფართიდან 61.16 კვ.მ ფართი (ამ განკარგულების დანართის შესაბამისად), მე-2 სართული - 258.69 კვ.მ, მე-3 სართული - 320.25 კვ.მ და შენობა №2 ფართით – 22.05 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.06.05.125) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) წლიური საიჯარო ქირის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, ყოველი საიჯარო წლის პირველი თვის ბოლომდე;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში არანაკლებ 8 (რვა) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.05.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 05.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №772. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021299.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №772, 05.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021299 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3283432/