სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს„ჭეშორასათვის“იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020757
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №103

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჭეშორასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ჭეშორას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №437977771) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სევაში მდებარე უძრავი ნივთები: 45.7385 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.05.23.055) და 15.2680 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.05.23.054) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით − 720 (შვიდას ოცი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა.ა) ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სევაში მდებარე 0.6517 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.10.24.001) ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 60 (სამოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის მშენებლობა და მოწყობა;

ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 95000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

ბ) ყოველი წლის დეკემბერში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „ჭეშორამ“ წარადგინოს ამავე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე  ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია, განხორციელდეს მესაკუთრის მიერ, ამ განკარგულების გამოცემიდან 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ.

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი