სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№323
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020908
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №323

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „მილერ გრუპს“ (ს/კ: №405076233) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარახეთში მდებარე 72.0646 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.05.23.050) და 30 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.05.23.030) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 3060 (სამი ათას სამოცი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

 ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

 ა.ა) ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარახეთში მდებარე 6506 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.10.25.006) არანაკლებ 120 (ას ოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის მშენებლობა და მოწყობა;

ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

ბ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „მილერ გრუპმა“ წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ, ამ განკარგულების გამოცემიდან 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ.

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 25.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №323. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020908.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №323, 25.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020908 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3221117/