სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯლსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№490
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 490

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯლსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირის №25-ში (ნაკვ. 08/054) მდებარე 5471 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.11.008.169) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 728 000 (შვიდას ოცდარვა ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯლსს“ (ს/ნ: 406115350).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული  დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 4000 (ოთხი ათასი) კვ.მ საერთო  ფართის  სასაწყობე დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ქონების ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებასა და გარე განათებას);

გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 172 000 (ერთი მილიონ ას სამოცდათორმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სასაწყობე მეურნეობაში არანაკლებ 10 (ათი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 24 თვით.

3. შპს „ჯლს“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ამავე პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას) შესრულებას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                             გიორგი კვირიკაშვილი