სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1090
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10 90

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისშპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისშესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა №3-ში მდებარე1855.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: №1, ფართი-390.48 კვ.მ,№2-32.06 კვ.მ და №3-ნანგრევი (ს/კ№01.14.05.007.211) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 755 000 (შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ყუმურს“(საიდენტიფიკაციო კოდი: №236052579).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს18 (თვრამეტი) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით :

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაშიარანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაშიარანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში755 000 (შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი დანიშნულების) შენობა-ნაგებობ(ებ)ის (არანაკლებ 6000 კვ.მ ფართობის მქონე) მშენებლობა/რეკონსტრუქცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლისვადაში, არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარისინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „ყუმური“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტითგათვალისწინებული, საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 01.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1090. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019249.
სად არის „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1090, 01.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019249 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2869572/