შპს „დაუთასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№148
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №148

2017 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „დაუთასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „დაუთას“ (ს/კ: №218075295) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში მდებარე 64.0664 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.14.24.028) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 768 (შვიდას სამოცდარვა)ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის - 768 (შვიდას სამოცდარვა)ლარის გადახდა;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 19 (ცხრამეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:

ბ.ა) ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მდებარე 299838 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №88.06.22.001) არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის აშენება და მოწყობა;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 95000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამავე განკარგულების დანართის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „დაუთამ“ წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი