სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ევტიხი ბედენაშვილისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2178
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020125
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №2178

2015 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ევტიხი ბედენაშვილისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ფ/პ ევტიხი ბედენაშვილს (პირადი: №04001004074) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სოფელ ჯვარისაში მდებარე 7012 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №86.17.27.078), 14785 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №86.17.27.079) და 42413 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №86.17.27.080) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 2 600 (ორი ათას ექვსასი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

 ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მე-3 პირ(ებ)ის მეშვეობით:

 ა.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების ჯამში არანაკლებ 80% ფართობზე ვენახის გაშენება;

 ა.ბ)ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე ან მათ ნაწილზე ინფრასტრუქტურის მოწყობა (რომელიც არ შემოიფარგლება, მაგრამ მოიცავს, შიდა გზების მოწყობას, დამცავი მესრით უზრუნველყოფას);

 ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

 გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბერში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების №1 დანართის შესაბამისად;

        დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. ფ/პ ევტიხი ბედენაშვილი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

 4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 5 (ხუთ) წელიწადში ერთხელ.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი