სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2442
2016 წლის 17ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. გორში, სტალინის გამზირის №11ა-ში მდებარე 1419 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ: 66.45.25.312) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად , 1 (ერთი) ლარად , საკუთრებაში გადაეცე ს ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილს (პ/ნ : 59001073814).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ბ) ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში ;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე 26 527.65 (ოცდაექვსი ათას ხუთას ოცდაშვიდი დოლარი და სამოცდახუთი ცენტი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) და 2 233.57 (ორი ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადარიცხვა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურ ი დიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი