სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№851
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021359
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №8 51

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის– ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

     1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთში მდებარე უძრავი ნივთები: 15779 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1-№12 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.20.63.212) და 2306 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.20.63.211), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირს –ეკა კოპალეიშვილს (პ/ნ: №01015023159).

     2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

     ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

     ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთში მდებარე ფიზიკური პირის – ეკა კოპალეიშვილის (პ/ნ: 01015023159) საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე ან/და ამავე უძრავი ნივთების ნაწილზე , პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 750000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

     3. ფიზიკური პირი – ეკა კოპალეიშვილი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

     4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                       გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 18.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №851. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021359.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №851, 18.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021359 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3290277/