სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022406
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2182

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ნაკვეთი №01/226) არსებული 1381.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.15.001.226) და ქ. თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული 394.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.15.001.249), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 379 000 (სამას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეთ ფიზიკურ პირებს ავთანდილ ჭრიკიშვილსა (პ/ნ: 12031007307) და ვარლამ ლიპარტელიანს (პ/ნ: 24031005547) .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მათ ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) სპორტული კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ჯამში არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანზე გათვლილ, არანაკლებ 2 (ორი) გასახდელ ოთახს, არანაკლებ 8 (ინდივიდუალურ) საშხაპეს, სპორტსმენების ფიზიკური მომზადებისათვის განკუთვნილ სავარჯიშო დარბაზ(ებ)ს)) შექმნა (აშენება, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, აღჭურვა (მათ შორის, სპორტული ინვენტარით)) და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპორტულ კომპლექსში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 15 (თხუთმეტი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით.

3. ფიზიკურმა პირებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (პ/ნ: 12031007307) და ვარლამ ლიპარტელიანმა (პ/ნ: 24031005547), ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 07.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2182. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022406.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2182, 07.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022406 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3417624/