სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2441
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022604
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2441

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ არსებული 10877.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.06.013.019) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ს/კ 204429341).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნაწილზე, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი), მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) ერთდროულად არანაკლებ 500 (ხუთასი) სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საუნივერსიტეტო კორპუს(ებ)ს, საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას/ბიბლიოთეკებს, არანაკლებ 500 კვ.მ ფართის ღია ტიპის სპორტულ მოედანს/მოედნებს) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება, ასევე არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომ(ებ)ის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) გამწვანებასა და გარე განათებას);

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) საუნივერსიტეტო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე საგანმანათლებლო პროფილის შენარჩუნება.

3. ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა − ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს  4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოსკ ანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებისგანხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი