სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№313
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №313

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქარში მდებარე 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №73.11.26.041) და თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნაქალაქარში მდებარე 37500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №73.11.26.040) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძეს (პ/ნ: 01030015176).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით №73.11.26.041 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 100 (ასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის მშენებლობა/მოწყობა და არანაკლებ 100 (ასი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება;

გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) №73.11.26.040 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:

დ.ა) ყოველი წლის დეკემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;

დ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია, ამ განკარგულების მეორე პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 25.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №313. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021007.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №313, 25.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021007 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3220904/