სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირისთვის, კონსტანტინე ჩაჩავასთვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №26 42
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირისთვის, კონსტანტინე ჩაჩავასთვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყემში მდებარე 209 077 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №40.16.31.106) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 14 636 (თოთხმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ კონსტანტინე ჩაჩავას (პ/ნ 02001008659).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
3. ამ განკარგულების გამოცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ფიზიკურმა პირმა კონსტანტინე ჩაჩავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება აბაშის რაიონის გამგეობასა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და კონსტანტინე ჩაჩავას შორის 2004 წლის 26 ივნისს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქ. აბაშაში, ანჯელის მასივში მდებარე 31.5 ჰა მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N40.01.10.008) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის თაობაზე.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
5. ამ განკარგულების პირველი და მეორე პუნქტები ძალაში შევიდეს ფიზიკური პირის, კონსტანტინე ჩაჩავას მიერ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი