სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2511
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 525 000 (ხუთას ოცდახუთი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარს (პ/ნ: 35001015193).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით ტურისტული კომპლექსის შექმნა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) არანაკლებ 200 (ორასი) ნომრიანი სასტუმროს, 8 (რვა) ერთეული კოტეჯისა და სამედიცინო მომსახურების ობიექტის მშენებლობას, ექსპლუატაციაში მიღებასა და ფუნქციონირების დაწყებას;
გ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ერთეული ორი ან მეტი წლოვანების მქონე წიწვოვანი ხის გაშენება, ტერიტორიის გამწვანების მიზნით;
დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) აშშ ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ე) აღნიშნული ტურისტული კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში არანაკლებ 130 (ას ოცდაათი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.
3. ფიზიკური პირი თემურ თაბაგარი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2511. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018327.
- სად არის „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2511, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018327 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2676674/