სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2385 |
|
2017 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი |
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში არანაკლებ 184 000 (ას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარის გადახდა;
ა.ბ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 368 000 (სამას სამოცდარვა ათასი) ლარის გადახდა;
ა.გ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 9 (ცხრა) თვის ვადაში არანაკლებ 552 000 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარის გადახდა;
ა.დ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში 735 670 (შვიდას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარის გადახდა;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის არანაკლებ 85% ფართობზე (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელ (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკებს/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) ვაზის გაშენება და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2017.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 10.11.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2385. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025135.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2385, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025135 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4135311/