სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1934
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024560
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1934

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩაზე მდებარე 13359 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა ფართით – 49.40 კვ. მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.01.56.322) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 (ასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანას“(ს/კ: 227720017).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის“ (ს/კ: 227720017) საკუთრებაში არსებულ, №51.01.56.052 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული ღვინის ქარხნისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) №51.01.56.322 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე 10 (ათი) ერთეული ავზის (თითოეული, არანაკლებ 40 000 ლიტრი ტევადობის მქონე) და სამაცივრე დანადგარ(ებ)ის განთავსებას) მოწყობა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.

3. სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                               გიორგი კვირიკაშვილი