სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2360
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2360

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, ი. პეტრიწის ქ. №7/გ. ეპისკოპოსის ქ. №1-ში მდებარე 2900 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული 44.10 კვ. მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.47.062.01.509) და ქალაქ ოზურგეთში, ი. პეტრიწის ქ. №7/გ. ეპისკოპოსის ქ. №1-ში მდებარე 2900 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული 108.50 კვ. მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის  ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.47.062.01.510) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „გურია პალასს“ (ს/კ: 437065364).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ)  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში,  პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით  40 000  (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.         

3. შპს „გურია პალასი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.11.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 08.11.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2360. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025103.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2360, 08.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025103 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4134548/