სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1843
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1843

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, კ. მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89000.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – №22 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.34.016) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად,საკუთრებაში გადაეცეს შპს „ოზურგეთი გარმენთს“ (ს/კ 445512240).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საფეიქრო/ტექსტილის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით,1 748 260 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდარვა ათას ორას სამოცი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (ჯინსის ქსოვილის ტანსაცმელი არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ერთეულისა ჯამურად) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის  არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის  50%-ის წარმოება.

3. შპს „ოზურგეთი გარმენთის“ მიერ წა რ დგენილი, განსახორცი ე ლებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი