„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№621
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №621

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის  №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 2950 (ორი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ტონა ლითონის პროფილის, არანაკლებ 900 (ცხრაასი) ტონა მოთუთიებული ლითონის ფირფიტის, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ტონა საკიდის, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ტონა სალესის, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ტონა კუთხოვანის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 50%-ის წარმოება.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი            

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №621. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021208.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №621, 15.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021208 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3261777/